ჯაფარიძე – ხვალ ჩავდივართ კირბალში, მინდა მივმართო სამართალდამცავებს, უზრუნველყონ როგორც მედ პერსონალის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური უსაფრთხოება

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, 3 დეკემბერს სოფელ კირბალში ჩავლენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში უფასო სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

„ჩვენი ჰუმანიტარული ინიციატივა გრძელდება, ჩავდივართ კირბალში, საოკუპაციო ხაზთან, კვირას, 3 დეკემბერს, 12:00 საათზე, სადაც უკვე უამრავი ადამიანი გველოდება. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პროექტი განხორციელდება თამაზ გინტურის სახლში.

აქვე მინდა მივმართო სამართალდამცავებს, უზრუნველყონ მაქსიმალური უსაფრთხოება, როგორც მედ პერსონალის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის.

ასევე, მოხარული ვარ, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდა ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია, მას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, თუ რას ნიშნავს, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიიდან გატაცება, კარგად იცის, თუ რა როლს თამაშობენ რუსი სამხედროები და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა დღემდე არის, იქ მცხოვრებლების უდიდესი იმედია. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს საკუთარი საკუთარი საქმის და ქვეყნის სიყვარულისთვის. ასევე დიდი პატივია, რომ შემოგვიერთდა მართლაც ქვეყნის იმედი, გიორგი ჭეიშვილი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ჩვენ მოქალაქეებს სჭირდებათ“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – ყველა შესაძლო სცენარს ვაანალიზებთ და 2024 წელი ჩვენი, უკრაინული სცენარი უნდა იყოს
შემდეგი სტატიაფინეთის პრეზიდენტი – რუსეთის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს