ჯაფარიძე – „გირჩი“ გაყოფილია ორად – ხალხს ექნება საშუალება, აირჩიონ რომელი „გირჩია“ ნამდვილი, ვის უჭერენ მხარს

პარტია „გირჩის“ ოფისში ზურაბ ჯაფარიძესა და მხარდამჭერებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე „გირჩის“ სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, შეხვედრის მონაწილეებისგან კითხვებს და იდეებს მოისმენს, თუ როგორ წარმოუდგენიათ პარტიის მომავალი.

„გირჩი“ გაყოფილია ორად. მე და ჩემი მეგობრები ცალკე ვაპირებით, გავაგრძელოთ „გირჩის“ კეთება. მხარდამჭერებს მაღალი ალბათობით აინტერესებთ, როგორი იქნება მომავალი და რის გაკეთებას ვაპირებთ. „გირჩი“ არასდროს ყოფილა ფურცელი, რომელიც რეესტრში არის. „გირჩი“ იდეაა საბოლოო ჯამში და ადამიანები, რომლებიც ამ იდეებისთვის იბრძვიან. ფურცელი გვჭირდება, როდესაც სახელმწიფოსთან გვაქვს შეხება, მაგალითად თუ გვინდა, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. ფურცელიც შეიძლება, ორი იყოს, ორი „გირჩი“ და ხალხს ექნება საშუალება, აირჩიონ რომელი „გირჩია“ ნამდვილი, ვის უჭერენ მხარს“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიქართველი სპორტსმენები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდნენ
შემდეგი სტატიაშსს ბადრი ესებუას ძმის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს