ჯაფარიძე ღარიბაშვილს პასუხობს-8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი

“ბიბლიურ თავისუფლებასთან” დაკავშირებით თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ზურა ჯაფარიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება.

“თაიმერი” მის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო.

8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი.

ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი.

ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა…თ ერთმანეთს.

მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო – ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლეთან” – წერს ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიგაიქცევა თუ არა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან
შემდეგი სტატიაქეთევან ციხელაშვილი – რეგულარულად გვიწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობასთან გამკლავება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მივიღეთ და დღემდე გრძელდება