ჯაფარიძე – გამოქვეყნებულ მასალებში ჩანს ერთ-ერთი მოძღვრის მიერ ჩემთან გამოგზავნილი მოლოცვის შეტყობინება – ამასაც კი აღრიცხავდნენ

საპარლამენტო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ განხორციელებულ ფარული მოსმენების მასალებში ასახულია ერთ-ერთი მოძღვრის მიერ მასთან გაგზავნილი მილოცვის შეტყობინება.

„აღნიშნულ მასალებში ჩანს ერთ-ერთი მოძღვრის მიერ ჩემთან გამოგზავნილი შეტყობინება, რომელიც მოლოცვის შეტყობინებაა. ამასაც კი აღრიცხავდნენ, აღწერდნენ და ალბათ შემდგომ ზემდგომებს აძლევდნენ ინფორმაციას, თუ ვინ მილოცავდა ამა თუ იმ საეკლესიო დღესასწაულს. ასეთი ხელისუფლება სასწრაფოდ უნდა წავიდეს!“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი – „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმედ აქვს საქმე
შემდეგი სტატია“ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სუს-ის შენობასთან აქცია -“ნუ გვისმენთ” გამართეს