ჯაფარიძე: გადადეთ ყველაფერი და წადით არჩევნებზე

“არჩევნები მიდის უამრავი დარღვევით და გაყალბების მცდელობით. მთელი წინასაარჩევნო პერიოდი გაჯერებული იყო მოსყიდვით, შანტაჟითა და ძალადობით. შეუძლებელია იმას, რაც ხდებოდა ბოლო კვირებში, ან რაც ხდება დღეს, დაერქვას სამართლიანი არჩევნები და მიუხედავად ამისა, ისინი აგებენ და ცდილობენ, არ დაუშვან პარტიული ვერტიკალის რღვევა.

ამას ემსახურება ეს მათი თავდაჯერებულობა და მესიჯები, თითქოს იმარჯვებენ. ამასვე ემსახურება ის სასაცილო სცენა მათი ოფისის წინ, სადაც მორიგ საბავშვო ბაღის ზეიმს გეგმავენ. არ დაუჯეროთ მაგ მატყუარა კლოუნებს. დარჩა 4 საათზე ნაკლები. ვინც უკვე იყავით არჩევნებზე, ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილხართ, დაიკიდეთ, ყველაფერი დაიკიდეთ, შეიძლება, ცხოვრების ბოლომდე არ მოგეცეთ შანსი, მიიღოთ მონაწილეობა ასეთ მნიშვნელოვან ამბავში.

ამიტომ, ჩემი თხოვნაა, გადადეთ ყველაფერი და წადით არჩევნებზე. აუცილებლად წადით და ხმა მიეცით, ვისაც გინდათ. უამრავი პარტიაა. 50 პარტიაა ბიულეტენში, გარდა 41 ნომრისა. ეს ტყუილი, უტიფრობა, კლოუნადა და ეს ჭაობი უნდა დასრულდეს. ყველაფერი არის თქვენს ხელში. ამ 4 საათში წყდება, როგორქ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომავალი რამდენიმე წელი და როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ შემდეგ ჩვენი შვილები.

წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით ცვლილებების შანსს და ერთად დავამარცხოთ ეს მარაზმი.”- გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – არ დაიზაროთ, გთხოვთ, მიხვიდეთ არჩევნებზე
შემდეგი სტატიაპრემიერი: ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპიარტესობით იმარჯვებენ