ჯაფარიძე – ევროკავშირს უკეთ ესმით საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მნიშვნელობა, ვიდრე ხელისუფლებას

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ევროკავშირს უკეთ ესმით საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მნიშვნელობა, ვიდრე ხელისუფლებას.

“ის, რომ დანიელსონი რჩება და განაცხადა, რომ სანამ საჭირო იქნება მანამდე აქ დავრჩებიო, ისევე, როგორც ის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ღარიბაშვილთან შეხვედრა გადმოწია და ამდენი დრო დაუთმო, რამდენიმე საათი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირი სერიოზულად დაინტერესებულია, რომ ქვეყანაშ ეს პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს.

სამწუხაროდ, მათ უკეთესად ესმით მნიშვნელობა ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის, ვიდრე, ჩვენს ხელისუფლებას.

რითი შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი არ ვიცი, გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება, სწორედ იმის გამო, რომ თალაკვაძე ერთს ლაპარაკობს, კობახიძე მეორეს”,-თქვა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვნისთვის მაქსიმალურ სასჯელს ითხოვს
შემდეგი სტატია“საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ საწვავზე ფასების ზრდის მიზეზებს ასახელებს