ჯაფარიძე: დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი

„დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი“, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კირსტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, თუ შეთანხმება არ მოხდება, კრიზისი უფრო გაღრმავდება.

„დღეს არც არანაირი შემოთავაზება და არც პუნქტების გავლა დეტალურად არ ყოფილა. მეც მგონია, რომ ასე შეუძლებელია დაუსრულებლად გაგრძელდეს, ან მოხდება შეთანხმება, ან არ მოხდება. უბრალოდ, ამ შეხვედრის შემდეგ გამიჭირდა იმის თქმა, დასრულდება შეთანხმებით, თუ – არა. დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი. ავხსენით ისევ ჩვენი პოზიცია რა არის.
თუ შეთანხმება არ მოხდება, კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და ეს ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაში“დამეხმარეთ დედის პოვნაში, ვიცი, რომ ქართველები ერთმანეთს ეხმარებიან…” – მარიამი დედას ეძებს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” სათავო ოფისში უკვე 3 საათია პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს