ჯაფარიძე – ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ პროცესების მეტად გამწვავება

ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ პროცესების მეტად გამწვავება, პარლამენტში დაიწყოს პროცესი მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის, შევთანხმდეთ გარდამავალ მთავრობაზე, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ეს განმუხტავს ქვეყანაში არსებულ მწვავე ვითარებას.

„მათ, ვისაც ევალებოდათ ამის აღკვეთა და არ გააკეთეს, ისინი არიან პირველი მებრძოლები სწორედ ქრისტიანობის და ეკლესიის წინააღმდეგ. ამიტომ ეს არის ფარისევლობა. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ პროცესების მეტად გამწვავება, პარლამენტში დაიწყოს პროცესი მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის, შევთანხმდეთ გარდამავალ მთავრობაზე, რომელიც დაამშვიდებს ამ ძალიან მძიმე და მწვავე ვითარებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში“მინდოდა, რომ კითხვები დამესვა, თვალებში ჩამეხედა და მეთქვა, რატომ მოაწყეს 5 ივლისის სისხლიანი ღამე”
შემდეგი სტატიახაზარაძე: თავდასხმები დეპუტატებზე, რომლებსაც შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეთ, გინებით და მუშტი-კრივით, დაუშვებელია