ჯაფარიძე – ჩვენ ვალდებული ვართ, გავაგრძელოთ ბრძოლა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას არ მივაღწევთ

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერი ბადრი ჯაფარიძე 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა, სადაც ტრაგიკულად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მისი თქმით, 9 აპრილი არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, როდესაც ჩვენმა თანამემამულეებმა თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირეს სიცოცხლე.

„9 აპრილი არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი თარიღი, როდესაც ჩვენმა თანამემამულეებმა თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირეს თავიანთი ცხოვრება, თავიანთი სიცოცხლე. ამავდროულად, ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღი. 30 წელია იმ დღიდან, როდესაც ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

ეს არის ტრაგიკული, რამდენადაც ჩვენი თანამემამულეები შეეწირნენ თავისუფლებისათვის ბრძოლას, მაგრამ ამავე დროს ეს არის თავისუფლების დღე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

ჩვენ ვალდებული ვართ, გავაგრძელოთ ბრძოლა, ვიდრე საქართველო მთლიანად არ გათავისუფლდება, ვიდრე მთლიანად არ შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას არ მივაღწევთ.

უნდა დავძლიოთ ის სიძულვილი, შუღლი, რომელიც წლების განმავლობაში ითესებოდა ჩვენი არაკეთილმოსურნეების მიერ ჩვენს საზოგადოებაში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაში“ფორმულა” – ჩვენს თანამშრომლებზე ფიზიკურად იძალადეს
შემდეგი სტატიაელისაშვილი – ნაცვლად იმისა, რომ დარაზმულები ვიყოთ, ამის მაგივრად რუსეთს ძალიან დიდ საჩუქარს ვუკეთებთ