ჯაფარიძე: ჩვენ შემოშვებაზე გადაცემული გვქონდა სია 53 ჟურალისტისა, რომელიც დაზარალდა, დაშავდა

„ლელოს“ წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარლამენტში, დღეისთვის დაგეგმილ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის უნდა მოუსმინონ, სხდომაზე დასწრების მიზნით ჟურნალისტების 53-კაციანი სია ჰქონდათ.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, აცნობეს, რომ ვინც ოფიციალურად მიმართა დასასწრებად, ყველას აქვს საშუალება, რომ შევიდეს პარლამენტში.

“ჟურნალისტების შემოსვლასთან დაკავშირებით იყო კითხვები. ჩვენ შემოშვებაზე გადაცემული გვქონდა სია 53 ჟურალისტისა, რომელიც დაზარალდა, დაშავდა. ახლა გვითხრეს, რომ ვინც ოფიციალურად მიმართა, მედიამ, ყველას აქვს საშუალება, შემოვიდეს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშისამნიძე: არ მაქვს მოლოდინი რომ გომელაური ამ კითხვებს უპასუხებს
შემდეგი სტატია“ევროკავშირის სტანდარტებია სასესიო დარბაზში შემოჭრა და სხდომის ჩაშლა?”-კუჭავას პასუხი