ჯაფარიძე – ჩვენ გვინდა, „ქართული ოცნება“ საერთოდ ვერ მოუახლოვდეს 40-პროცენტიან ზღვარს

კარგია, რომ მეტი მოთამაშე შემოდის, კონკურენცია იზრდება, კარგია, რომ არჩევანი ფართოვდება, რა თქმა უნდა, ამომრჩეველზეა დამოკიდებული, რომელ ოპოზიციურ პარტიას მისცემს ხმას, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ „მესამე ძალის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, „ქართული ოცნება“ 40-პროცენტიან ზღვარს საერთოდ ვერ მიუახლოვდეს და მოქალაქეებმა მხარი დაუჭირონ ცვლილებებს.

„ცხადია, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ამ არჩევნებმა მართლაც დაუსვას წერტილი ქაოსს, არასტაბილურობას, არაპროფესიონალიზმს, ნეპოტიზმს, კორუფციას. ეს არის ჩვენი ამოცანა, „ლელო საქართველოსთვის“ სწორედ ამ მიზნით შემოვიდა სრული შემადგენლობით საარჩევნო კამპანიაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა საბოლოო ჯამში, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ ვერ მოუახლოვდეს 40%-იან ზღვარს, არათუ 43-ზე იყოს საუბარი. ეს უნდა იყოს ყველა ოპოზიციური პარტიის ამოცანა, მთავარია, ჩვენ გადავალახინოთ შიში თანამოქალაქეებს, რადგან გაცილებით მეტი საფრთხე გვემუქრება მაშინ, თუ ჩვენი თანამოქალაქეები არ დაუსვამენ წერტილს ამ ქაოსს, რომელშიც ახლა ყველაი ვიმყოფებით. ამიტომ 2 ოქტომბერს მთავარია, რომ ყველა ჩვენმა თანამოქალაქემ იგრძნოს პასუხისმგებლობა თავისი ოჯახის, თავისი შვილების მომავალზე, მოვიდეს და მისცეს ხმა ცვლილებებს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – ვიდრე ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება არ მოხდება, სკოლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ
შემდეგი სტატიაგაბუნია – პიკი, გარკვეულწილად, გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი