ჯაფარიძე – ბევრად უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ზოგადად

“ბევრად უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ზოგადად, იმიტომ, რომ ესეთი აქტიური ჩართვა აქამდე არ ყოფილა ევროკავშრიდან და არც ესეთი მაღალი დონის.

საკითხებს რაც შეეხება, პირადად ჩემთვის, რაც არის მნიშვნელოვანი არის ის, რომ პირველ რიგში პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და ეს თემა უნდა ამოიწუროს, ეს მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება.

მეორე ნაწილი არის ის, რომ ხელახალ არჩევნებამდე უნდა მივიდეთ რაღაცა გზით, ან პლებისციტის გზით, ან პირდაპირ, ან რაიმდე სხვა გზა უნდა იყოს მოფიქრებული, რაც შეიძლება იყოს შეთანხმების საგანი. ამის შემდეგ, პირადად ჩემთვის, მნიშნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემაზე შევთანხმდეთ”- ამის შესახებ გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიკოვიდინფიცირების სტატისტიკა ოკუპირებულ რეგიონებში
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 310 პაციენტი