ჯაფარიძე – არჩევნები მიდის უამრავი დარღვევით და გაყალბების მცდელობით

შეუძლებელია, იმას, რაც ხდებოდა ბოლო პერიოდში, ან რაც ხდება არჩევნების დღეს, დაერქვას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„არჩევნები მიდის უამრავი დარღვევით და გაყალბების მცდელობით. მთელი წინასაარჩევნო პერიოდი გაჯერებული იყო მოსყიდვით, შანტაჟითა და ძალადობით. შეუძლებელია, იმას რაც ხდებოდა ბოლო პერიოდში, ან რაც ხდება არჩევნების დღეს, დაერქვას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მიუხედავად ამისა, ისინი აგებენ, აგებენ და ცდილობენ, არ დაუშვან პარტიული ვერტიკალის რღვევა. ამას ემსახურება მათი თავდაჯერებული მესიჯები, თითქოს იმარჯვებენ. ამას ემსახურება ის სასაცილო სცენა მათი ოფისი წინ, სადაც მორიგ საბავშვო ბაღის ზეიმს გეგმავენ. არ დაუჯეროთ მაგ მატყუარა კლოუნებს. დარჩა ოთხ საათზე ნაკლები. ვინც უკვე იყავით არჩევნებზე, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილხართ, დაიკიდეთ ამინდი, დაიკიდეთ რომ გეზარებათ, ყველაფერი დაიკიდეთ. შეიძლება, ცხოვრების ბოლომდე არ მოგეცეთ შანსი, მიიღოთ მონაწილეობა ასეთ მნიშვნელოვან ამბავში. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, გადადეთ ყველაფერი და წადით არჩევნებზე. აუცილებლად წადით და მიეცით ხმა ვისაც გინდათ, უამრავი პარტიაა, 50 პარტიაა ბიულეტენში, გარდა 41 ნომრისა. ეს ტყუილი, უტიფრობა, კლოუნადა, ჭაობი უნდა დასრულდეს და ყველაფერი არის თქვენს ხელში. ამ ოთხ საათში წყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომავალი რამდენიმე წელი და როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ შემდეგ ჩვენი შვილები. წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით უკეთესობისკენ ცვლილების შანსს, ერთად დავამთავროთ ეს მარაზმი“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაში„გიორგი გახარია: „მოვუწოდებ საარჩევნო კომისიის წევრებს, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა, ჩვენი უფლება-მოვალეობები განვახორციელოთ კეთილსინდისიერად
შემდეგი სტატიაგიორგი გოგუაძე – იმერეთში სახეზე გვაქვს მოსყიდვისა და აგიტაციის ფაქტები უბნებზე, ასევე ე.წ კარუსელის შემთხვევა