არც გაჩუმებას და არც ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც ახალ ბრალზე დასმულ კითვას უპასუხა.
მისი თქმით, “ოცნება” სწორედ გაჩუმებას და ქვეყნის დატოვებას მოითხოვს დაკავებული პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ჯაფარიძის მსგავსად ციხეს მალე დატოვებენ – “არცერთი არ ვართ ამის გამკეთებელი”
პოლიტიკოსის თქმით, არ იცის როდის შეაბრუნებენ უკან ციხეში და ამიტომაც აპირებს, რომ ის დრო, რაც ტავისუფლებაზე იქნება, ეფექტურად გამოიყენოს.
ჯაფარიძემ მედიას კომენტარი სახლში, კორპუსის ეზოში მისცა, სადაც მას უმარავი მახარდამჭერი, ემგობარი და ოჯახის წევრები დახვდნენ.
რაც შეეხება კითხვას, თუ რის გაკეთებას აპირებს და რა გეგმით გამოვიდა ციხიდან, ჯაფარიძე ამბობს, რომ ამაზე რმადენიმე დღეში ისაუბრებს, მას შემდეგ რაც კონკრეტულ ადამიანებთან შეხვედრებს გამართავს.
პირველივე დღეს არ არის სწორი დავდგე და ვილაპარაკო, რა არის გასაკეთებელი, ადამიანებს უნდა შევხდე, რამდენიმე დღე დამჭირდება რომ აზრზე მოვიდე. რაღაცა იდეები მაქვს, მაგრამ ჯერ უნდა ვესაუბრო ადამიანებს და მერე ვიტყვი, ჩემი აზრით, რა იქნება სწორი.
ერთი მინდა ყველა ყველა მინდა მოვიკითხო რუსთავში ვინც არის, ქალთაშიც. საბა სხვიტარიაძე ცალკეა, ცალკე გლდანში ვინც არიან, ყველას მოკითხვა. მეორე ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ამ 7 თვის განმავლობაშ ცემს ოჯახს გვერდით ედგა.
ახალ ბრალს რაც შეეხება, რაც არის ჩემზეც, ლაკაზეც, გვარამიაზეც, ვაშაძეზეც, ღია ტექსტით გევუბნებიან, რომ გამოგიშვებთ, ცოტა ხანი გამოგიშებთ, რომ შეიგრძნოთ თავისუფლება, მერე გადაწყვიტეთ – ან უნდა გაჩუმდეთ, ან ქვეყნიდან უნდა წახვიდეთ. არავინ ამის გამკეთებელი არ არის. არცერთ არ ვაპირებ და რამდენადაც მე ვიცნობ ამ ადამიანებს, არც ისინი აპირებენ. მერე რას აპრიებენ არ ვიცი. მე არ მგონია, ახლა ჰქონდეთ გადაწყვეტილი, ჩაგსვან 7 თუ 15 წლით. ალბათ მერე გადაწყვეტენ ამას. ეს თემა მუდმივად იმიტომ არის ჩამოკიდებული, რომ ცოტა დრო გაქვს და შეიძლება ნებისმიერ დროს ჩაგსვან ციხეში. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის, რომ შეიძლება ცოტა დრო გვქონდეს, მაგრამ ეს ცოტა დრო, რაც გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძე რუსთავის ციხიდან დროზე ადრე გამოუშვეს, ამიტომაც პოლიტიკოსს ქუჩაში გამოსვლა მაისურით მოუწია.
ჯაფარიძეს ციხე 10:30 საათისთვის უნდა დაეტოვებინა, თუმცა როგროც ის ამბობს – “8 საათზე გამოდგეს გარეთ”, რის შემდეგაც ტაქსის მძროლი დაეხმარა, რომ ცოლთან დაერეკა.
















