ჯაფარიძე – არანაირ ამნისტიის კანონს არ დავუჭერთ მხარს, რომელიც შესაძლებელია, შეიცავდეს ოდნავ მაინც რისკს

„დღეს უნდა გათავისუფლდეს რურუა! ჩვენ შემოვედით დღეს, რომ დავრეგისტრირდეთ და ამით გავათავისუფლოთ ერთი ადამიანი ციხიდან და უნდა დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ მეორე ადამიანი ციხიდან გამოვიყვანოთ.

არც ერთ შემთხვევაში არანაირ ამნისტიის კანონს არ დავუჭერთ მხარს, რომელიც შესაძლებელია, შეიცავდეს ოდნავ მაინც რისკს, რომ შესაძლო დამნაშავეებმა დანაშაულს თავი აარიდონ.

მელია თანახმაა ევროკავშირის მიერ უპრეცედენტო შეთავაზება გამოყენებული იქნას, მე ნიკა მელიას გადაწყვეტილებას მივესალმები და იმედი მაქვს ციხიდან გამოვა“, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია – იმის თქმა, რომ კანონი არც ერთ პოლიციელს და სპეცრაზმელს არ უნდა შეეხოს, სწორი არ არის
შემდეგი სტატიასამადაშვილი – დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება