ჯაფარიძე: აქციები გაგრძელდება

აქციებზე საუბარი არ ყოფილა, აქციები, სავარაუდოდ, გაგრძელდება.მე ვიღებ იმ აქციებში და პროტესტში მონაწილეობას, რომელიც მომწონს, რომელიც არ მომწონს არ ვიღებ-ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მეტი კონსტრუქციულობა და მზაობა უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს.

არანაირი თარიღი არ გვაქვს, ერთადერთი, რაზეც იყო საუბარი და უშუალოდ პრეზიდენტმა ისაუბრა, ორ კვირაში ბრიუსელში არის ასოცირების კომისიის სხდომა, ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის და მას უნდა, რომ ამ დროისთვის პროგრესი იყოს. იმედი აქვს, ამ პროგრესს მივაღწევთ. ძალიან ზოგადი შეთანხმება მოხდა, არაფერი კონკრეტული. ღარიბაშვილმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, როგორ აფასებს ის შექმნილ სიტუაციას, როგორ აფასებს არჩევნებს და ასე შემდეგ. არაფერი ახალი არ ყოფილა, ისევე როგოც ჩვენი მხრიდან, ცალ-ცალკე პარტიების მხრიდან იყო პოზიციები გადმოცემული. ახალი არც აქ ყოფილა. რაზეც შეთანხმება მოხდა ისაა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჩვენთან და „ქართულ ოცნებასთან“ საუბრის შემდეგ წარმოგვიდგინა პუნქტები. ეს არის იგივე პუნქტები, რაც იყო ისედაც მოლაპარაკების მაგიდაზე, პლუს არის დამატებული ორი პუნქტი. ერთი ეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, ზოგადი ჩანაწერია, არაფერი კონკრეტული არ წერია, მეორე ეხება ძალაუფლების დანაწილებას, ზოგადი ჩანაწერია, თუ სწორად მახსოვს, პარლამენტს შიგნით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებას ეხება, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

https://youtu.be/fOOAnfzDhds

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს ჩვენს ხალხს
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი: ამ ქვეყანაში ბევრი რთული და კომლექსური გამოწვევაა,რომლებიც უნდა გადაილახოს