ჯაფარიძე – ამნისტიასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტი, ერთადერთი სწორი ვერსიაა

თუ „ქართული ოცნება“ დაეთანხმება „ამნისტიის შესახებ“ პროექტის ჩვენს ვერსიას, მაშინ, რა თქმა უნდა, შეთანხმების რესურსი არსებობს, – ამის შესახევ ფრაქცია „ლელო – პატრნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან, ამნისტიის პროექტზე ოპოზიციური პარტიებისა და პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ვერსია არის ერთადერთი რეალური ვარიანტი, რომელიც შეესაბამება იმ შეთანხმებას, რომელსაც შეუერთდნენ, ამიტომ სხვა ვერსიას ისინი მხარს ვერ დაუჭრენ.

„ჩვენს ვერსიაში არის ორი მუხლი, რომელზეც უნდა გავრცელდეს და უნდა იყოს ჩამკეტები, მათ შორის დაზარალებულთა თანხმობა (პოლიციელთა ამნისტირების ნაწილში), ეს არის ის მთავარი პრინციპი, რომელიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს. ასევე, ჩბენს ვერსიაში არანაირი წერილობითი თანხმობა, ვისზეც ამნისტია უნდა გავრცელდეს, მას არ მოეთხოვება. ჩვენ ამიტომ ვხვდებით, რომ ჩვენი კოლეგები დავარწმუნოთ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი ვერსია, რომელიც ჩვენ დავარეგისტრირეთ,“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიკომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის საფუძველზეც პარლამენტში შესული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის რეგლამენტში სპეციალური ცვლილებები შედის
შემდეგი სტატიაჩვენთვის ცნობილი არაა, რას აპირებს ბრალდების მხარე – მელიას ადვოკატი პროცესზე