ჯაფარიძე – ამ ქვეყანაში არც ერთ დოლარს არ ჩადებს ინვესტორი

„პარლამენტში რაც ვიხილეთ იმის ილუსტრირებაა თუ რა ხდება ქვეყანაში“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

„ამ წუთის მდგომარეობით ქვეყანაში არის ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ჩემი აზრით, არ ჩანს არანაირი გამოსავალი.

მოლაპარაკებები არის პროცესი, რომელიც ან დასრულდება რაღაც კონკრეტული შედეგით და ან არა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პარტიის ლიდერის თქმით, დღეს ჩვენ სრულ გაურკვევლობაში ვართ.

„ამ ქვეყანაში არც ერთ დოლარს არ ჩადებს ინვესტორი, რადგან ვერ წარმოუდგენია როგორი იქნება აქ ცხოვრება. საქართველოში ფული თუ არ შემოვიდა არ მგონია კარგი სიტუაცია იყოს.

პოლიტიკური კრიზისი კობახიძეს არ შეუქმნია. ეს შექმნა იმან, რომ არჩევნები არ ჩატარდა ისე, როგორც უნდა ჩატარებულიყო“, – დასძინა ზურაბ ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – შეიძლება სააკაშვილი კმაყოფილია, მაგრამ პროცესის დასასრული არ დააკმაყოფილებს
შემდეგი სტატიავოლსკი – მმართველი გუნდი შეეჩვია ოპოზიციის გარეშე ასეთ რეჟიმში მუშაობას