ჯაფარიძე – ამ პარლამენტს აქვს დროებითი და ერთადერთი ფუნქცია

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ყველა ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას საბოლოოდ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაში არსებულმა პოლიტიკურმა ძალამ ძალაუფლება უნდა დათმოს. მისივე თქმით, დღევანდელ პარლამენტს ამის რესურსი არ აქვს და ვერც ექნება.

“ამას არ სჭირდება კონსტრუქციული წინადადებები, ამას სჭირდება მართლა ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ამის რესურსი ამ პარლამენტს არ აქვს, და ვერც ექნება, ამ პარლამენტს ამ წუთში შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ აქვს ერთადერთი ფუნქცია, ესაა დროებითი ფუნქცია, რომ შეასრულოს ის, რაც წერია იმ ტექსტში.

საბოლოო ჯამში, ამ პარლამენტის, ვინც ვსხედვართ დარბაზში, ერთადერთი ფუნქციაა ის, რომ ეს ქვეყანა მოამზადოს შემოდგომაზე რომ არჩევნები იქნება, იმ არჩევნებისთვის. ეს არჩევნები გვინდა არ გვინდა, მოგვწონს არ მოგვწონს რა ფორმითაც გამოვიდა, იქცა რეფერენდუმად”, – თქვა ზურა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – ყველა, ვინც დღეს შარლ მიშელის შეთანხმების მხარეს დგას, გამარჯვებულია
შემდეგი სტატიაავტოავარია სენაკში – არიან დაშავებულები