ჯაფარიძე: 4 ოქტომბრის არჩევნები ბრძოლის ველია, რომელზეც ქართველ ხალხთან ერთად შევდივართ

“ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება! – ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ქართველ ხალხთან ერთად ბრძოლით შესვლა გადავწყვიტეთ.

რაც შეეხება ბოიკოტს, ჩვენი პოზიციაც ეს იყო და ამიტომ სრულიად ვეთანხმებით მას, რომ ბოიკოტი ავტორიტარული რეჟიმების დროს წინასწარ განწირულია მარცხისთვის და ვერ შედგება.

მე და ჩემი გუნდი, ყოველთვის ვიყავით ერთობის არათუ მომხრე, არამედ ინიციატორები და დღესაც, ვრჩებით ერთობის გულშემატკივრებად. აქვე, კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ საპროტესტო საზოგადოებას ჩვენს მხარდაჭერას და როგორც ყოველთვის, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ პროტესტის გაძლიერებაში.

ევროპარლამენტმა არაერთხელ მოგვიწოდა გაერთიანებისკენ და ამ შესაძლებლობის გამოყენებისკენ. ვეთანხმებით, რომ საარჩევნო გარემო არის გაუარესებული, გამოწვევებით სავსე, პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა პატიმარობაშია. იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეინარჩუნოს სტატუს-კვო, საჭიროა უკომპრომისო ბრძოლა!-წერს”ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საპატიმრო დაწესებულებიდან.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე: ქოცები ნამდვილი გიენებივით არიან, რაც არ უნდა თავისიანი და ახლობელი იყოს, ერთი ფეხი თუ დაუცდა, ეგრევე ესევიან და გლეჯენ ხორცებს
შემდეგი სტატია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია მარკ პრიჩარდს შეხვდა