ჯაფარიძე – 2 ოქტომბერს იქნება ტესტი ამ ხელისუფლებისთვის

2 ოქტომბერს იქნება ტესტი ამ ხელისუფლებისთვის, ეს არის ლეგიტიმაციის ტესტი – თქვა გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ოპოზიციური კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე.

“გირჩი მეტი თავისუფლებიდან” თბილისში 4 მაჟორიტარულ ოლქშია კანდიდატი წარდგენილი.

“2 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის. 2 ოქტომბერს იქნება ტესტი ამ ხელისუფლებისთვის, ეს არის ლეგიტიმაციის ტესტი. თუ 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დამარცხდება, რაშიც დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში, ეს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე და ქვეყანას გაუჩნდება შანსი, რაღაც შეიცვალოს. ჩვენ აქ ვინც ვდგავართ ადამიანები, ვისაც ერთი მხრივ ზუსტად გვესმის, როგორი ქვეყანა გვინდა და რა არის ამ ქვეყანაში შესაცვლელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ბევრი განსხვავებაა, არის საკითხები, სადაც ჩვენი ხედვები ცალსახად ერთია. ეს ხედვები ეხება იმას, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ეს ქვეყანა იმისთვის, რომ წინსვლის შანსი გაჩნდეს. გარდა ამისა, ამ ქვეყნის მომავალი გადის იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთთან თანამშრომლობა შევძლოთ სხვადასხვა თემებზე, ისევე როგორც თანამშრომლობა შევძლოთ სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე. დღეს, რასაც ახლა აქ ვაკეთებთ, ესეც თანამშრომლობისა და კონსენსუსის ერთგვარი გამოვლინებაა.” ამბობს ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიუსუფაშვილი – ჩვენ გვჭირდება შეთანხმებების გზით სიარული, გავუფრთხილდეთ ამ მიღწეულ შეთანხმებას
შემდეგი სტატია17-22 აგვისტოს ამინდის პროგნოზი