ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი, დაზიანება აქვს თვალის არეში – “გირჩი – მეტი თავისუფლება”

გირჩი – მეტი თავისუფლების ინფორმაციით, გორში ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.

როგორც პარტია ერთ-ერთ წევრზე, ანა ყურაშვილზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში წერს, ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აღენიშნება.

“ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში. საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება.” – წერს Girchi • გირჩი – მეტი თავისუფლება-ის ერთ-ერთი წევრი, ანა ყურაშვილი

banner
წინა სტატიაშიბრაიან კემპი – ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გულთბილმა მიღებამ და საქმისადმი ერთგულებამ კვლავ მიგვახვედრა, რომ ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა ბევრი რამ აქვს საერთო
შემდეგი სტატიაამათი შეშინებულის დედას შევე&ი – ჯაფარიძე თავდასხმაზე