ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბუნებაზე ზრუნვა – ჩვენი არჩევანია

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სსიპ – “კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს” მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 31 აგვისტოსა და 2 სექტემბერს ქალაქ ფოთსა და ზუგდიდში ჩატარდა ღონისძიება – “ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბუნებაზე ზრუნვა – ჩვენი არჩევანია”.

ღონისძიების ფარგლებში 10-14 წლამდე ასაკის, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით გაიმართა მინი ფეხბურთის ტურნირები და მოეწყო დასუფთავების აქციები.

პროექტის – “ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბუნებაზე ზრუნვა – ჩვენი არჩევანია” მიზანია აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მათი ფუზიკური უნარ-ჩვევების განვითარება და გარემოს დაცვით აქტივობებში მონაწილეობით, ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის გაცნობიერების ხელშეწყობა.

banner
წინა სტატიაშიჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩებზე შუქნიშნები დროებით გაითიშება
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი გურიაში გამოვლინდა