სინდისის პატიმრების პროცესი-ჯანო არჩაიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი სავარაუდო უკანონო ქმედებაში დაადანაშაულა.
პროევროპული აქციებზე დაკავებული აქტივისტი გამომძიებელს ეკითხებოდა – რატომ არ ეცნობა მის ოჯახს დროულად მისი დაკავების ამბავი.
ირკვევა, რომ სინდისის პატიმარს თავდაპირველად ერთი ზარის განხორციელების უფლებაც წაართვეს.
რატომ არ იცოდა ჩემმა ოჯახმა ჩემი დაკავების შესახებ? რატომ არ მომეცით ზარის განხორციელების უფლება?.. რამდენი ხანი გეხვეწებოდით სასწრაფო გამოგეძახებინათ, რადგან მეუღლე გახდა ცუდად. რატომ არის საჭირო ტყუილები, ოჯახს შევატყობინეთო? არავის შეუტყობინებია, ჩემმა ოჯახმა არ იცოდა, სად ვიყავი.
პოლიციასთან მიგვიტყუეს, ხელია საბუთებზე მოსაწერიო, სხვათა შორის, ჩემი ბიჭიც დაკავებული გყავდათ და ამბობთ, მარტო დავაკავეო“, – განაცხადა არჩაიამ.
პროცესზე მოწმის სტატუსით მისული გოგიტა ხარატიშვილი თავს იმართლებდა და აცხადებდა, რომ “არაფერი არ ესმის და არაფერი არ იცის.“
მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, თქვენს შვილს რა პრობლემა ჰქონდა, ჩემთვის უცნობია“, – განაცხადა ხარატიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი მიმდინარეობს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.