ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

უფლებადამცველის თქმით, სხდომაზე, სადაც საზღვრის კვეთის საქმე განიხილება, რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ.

“სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას. ჩვენ შევეცდებით პროცესზე შუამდგომლობის დაყენებას, რომელიც მიმართული იქნება სწორედ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დაცვისთვის.

მოგეხსენებათ, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმმა გასცა დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად სჭირდება სათანადო მკურნალობა, რომლის გაწევაც ციხის პირობებში არის ფიზიკურად შეუძლებელი, მაგრამ ამის პარალელურად, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან საპასუხო, გონივრულ ნაბიჯებს. შესაბამისად, ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ილუზია სასამართლოს ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ორგანოს დამოუკიდებლობის მიხეილ სააკაშვილის საქმეებთან მიმართებით, ბუნებრივია, გადავდგამთ ყველა შესაძლო ნაბიჯს”, – თქვა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიკრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაჭრილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაპროფკავშირების წარმომადგენლებმა „IDS ბორჯომის“ დასაქმებულებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მედიაციისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს