26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის ძებნილი პირი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

“დაკავებულმა, მიმდინარე წლის 29 იანვარს,  ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე, თანასოფლელს, არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა.

პოლიციამ ძებნილი პირი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავა. ამ დროისთვის, იგი გადაყვანილია მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: რუსეთი ტოტალურ ომს აწარმოებს ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ, უნდა გამოვრიცხოთ ისეთი კონტექსტებიდან, როგორიცაა ვენეციის ბიენალე
შემდეგი სტატიანარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი