ჯანმოში კორონავირუსის დექსამეტაზონით მკურნალობის შესახებ კვლევას „სამეცნიერო გარღვევა“ უწოდეს

news
ავტ.: news ივნისი 17, 2020 10:19

ჯანმოში კორონავირუსის დექსამეტაზონით მკურნალობის შესახებ კვლევას „სამეცნიერო გარღვევა“ უწოდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბრიტანულ კვლევას კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების დექსამეტაზონით მკურნალობის შესახებ სამეცნიერო გარღვევად მიიჩნევს. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ეს პირველი პრეპარატია, რომელმაც სიკვდილიანობის შემცირება გვაჩვენა COVID-19-ით დაავადებულ იმ პაციენტებს შორის, რომლებსაც ჟანგბადის მიწოდება ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ. ეს მშვენიერი ამბავია. მე ვულოცავ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ოქსფორდის უნივერსიტეტს და ბრიტანელ ექიმებსა და პაციენტებს, რომლებმაც ამ სამეცნიერო გარღვევაში წვლილი შეიტანეს“, – ნათქვამია ჯანმოს ხელმძღვანელის, ტედროს ადანომა გებრეიესუსის განცხადებაში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის პირველი შედეგების თანახმად, დექსამეტაზონმა ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებს შორის სიკვდილიანობა 1/3-ით შეამცირა, ჟანგბადდამოკიდებულებში კი ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს.

დექსამეტაზონი სტეროიდული პრეპარატია, რომელსც 1960-იანი წლებიდან ანთებითი პროცესების ჩასახშობადა და კიბოს რამდენიმე სახეობის მკურნალობისთვის იყენებენ.

news
ავტ.: news ივნისი 17, 2020 10:19

Google სტატისტიკა


13,362
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics