ჯანმოს წარმომადგენელი 27 წლის ექთანზე – ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა

გვესმის, რომ ეს იყო ანაფილაქსიის შემთხვევა, რომელიც ძალიან მძიმე ალერგიული რეაქციაა ვაქცინის კომპონენტზე და რომელიც სხვა ვაქცინების შემთხვევაშიც გამოვლინდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სუმია სვამინათანმა განაცხადა, რითაც მან საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის შემდეგ ექთნის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

„იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევების მინიმალურ დონეზე შემცირება მოხდეს, რეკომენდებულია, პირველ რიგში, დავრწმუნდეთ, რომ ყველა ვაქცინა კეთდება ისეთ გარემოში, სადაც მედიკოსები არიან, სადაც ხელმისაწვდომია მედიკამენტები, რომლებიც გჭირდებათ იმისთვის, რომ ვუმკურნალოთ ადამიანებს, რომლებსაც განუვითარდებათ მძიმე ალერგიული რეაქცია ან ანაფილაქსიური შოკი. როგორც წესი, ამის განკურნება შესაძლებელია, თუ ეს ხდება სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია.

მეორე საკითხი არის ის, რომ მას, ვინც ვაქცინას მიიღებს, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ. განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვთ წინა ანაფილაქსიის ისტორია. ამ შემთხვევაში მათ სამედიცინო პერსონალისგან ძალიან ყურადღებით სჭირდებათ დაკვირვება. ვფიქრობ მნიშვნელოვანია, შეტყობინების გაგზავნა, რომ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევები და ჩვენ ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ასეთი ფაქტები სიფრთხილის გამოჩენით და იმის უზრუნველყოფით, რომ ვაქცინაციის შემდეგ ადამიანები დაკვირვების ქვეშ იყვნენ, იმის უზრუნველყოფით, რომ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება, ხელმისაწვდომი იყოს მედიკამენტები იმათ სამკურნალოდ, ვისაც ალერგიული რეაქცია ექნებათ და დავარწმუნოთ ადამიანები, რომ ვაქცინების სარგებელი აჭარბებს მათ რისკს,“ – აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიგარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები AstraZenecas-ს გამოძიებაში ჩართვას სთხოვენ
შემდეგი სტატიაავტობანზე მანქანა ცხენებს დაეჯახა – ამ დრომდე შესაბამისი სამსახური არ მისულა