ჯანმოს ინფორმაციით პანდემიას მსოფლიოში 115 ათასი ექიმი და მედმუშაკი შეეწირა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუს კოვიდ-19-ის პანდემიას მსოფლიოში მინიმუმ 115 ათასი ექიმი და მედმუშაკი შეეწირა – ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში 74-ე ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის გახსნაზე თქვა.

მსოფლიოში პანდემიასთან ბრძოლა გრძელდება შეზღუდვებითა და ვაქცინაციით. კოვიდ-19-ის დასაწყისიდან ამ დრომდე მსოფლიოში ვირუსით 167 მილიონი მოსახლე დაავადდა, მათგან 3,4 მილიონი გარდაიცვალა, 148 მილიონი გამოჯანმრთელდა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი დემოკრატიულ ბელორუსს სამი მილიარდი ევროს ეკონომიკურ პაკეტს გამოუყოფს
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან