25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ჯანმომ კონგოსა და უგანდაში ებოლას აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გავრცელებული ებოლას ეპიდაფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

ამ დროისათვის, კონგოს აღმოსავლეთით მდებარე იტურის პროვინციაში უკვე დაფიქსირებულია 246 საეჭვო შემთხვევა და 80 გარდაცვალება. მიუხედავად იმისა, რომ უწყების განცხადებით, ეს ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს გლობალური პანდემიის კრიტერიუმებს, არსებობს საფრთხე, რომ რეალური აფეთქება ბევრად უფრო მასშტაბური იყოს.

სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს ის, რომ ვირუსის ამჟამინდელი ტალღა გამოწვეულია „ბუნდიბუგიოს“ (Bundibugyo) ვირუსით. ამ კონკრეტული შტამის წინააღმდეგ კაცობრიობას ჯერჯერობით არცერთი დამტკიცებული მედიკამენტი ან ვაქცინა არ გააჩნია.

დაავადების ადრეული სიმპტომებია: მაღალი სიცხე, კუნთების ძლიერი ტკივილი, დაღლილობა, თავისა და ყელის ტკივილი. მოგვიანებით კი პაციენტებს ეწყებათ პირღებინება, დიარეა, გამონაყარი და შინაგანი თუ გარეგანი სისხლდენა.

ებოლას ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები უკვე გასცდა საწყის კერებს და ოქროს მომპოვებელ ქალაქებს (მონგვალუ, რვამპარა). ერთი შემთხვევა დადასტურდა ქვეყნის დედაქალაქ კინშასაში, სადაც პაციენტი იტურიდან დაბრუნდა. გარდა ამისა, ვირუსი გადავიდა მეზობელ უგანდაშიც, სადაც 59 წლის მამაკაცი უკვე გარდაიცვალა. უწყებები საერთაშორისო მობილიზაციისკენ მოუწოდებენ.

banner
წინა სტატიაში“ყველა რეჟიმის ტახტზე ნაკოტრიალები..”- შალვა ნათელაშვილი გია ხუხაშვილს
შემდეგი სტატიაუკრაინამ დაღესტანში რუსული სამხედრო ხომალდი ააფეთქა