ჯანმო-ს ხელმძღვანელი – სამედიცინო დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი ეგვიპტეში დაეშვა

სამედიცინო დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი ეგვიპტეში დაეშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი ავრცელებს.

თვითმფრინავი, რომელსაც ღაზას მოსახლეობისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარება გადააქვს, ელ-არიშში, ეგვიპტეში, რაფაჰის გადასასვლელთან ახლოს დაეშვა.

„ჩვენ მზად ვართ სამედიცინო დახმარების მარაგი ღაზას მაშინვე მივაწოდოთ, როგორც კი რაფაჰის გადასასვლელის მეშვეობით ჰუმანიტარული დახმარების გაწევა შესაძლებელი გახდება“, – წერს გებრეისუსი „ტვიტერის“ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთში საქართველოს ელჩი – ბულგარეთის მიერ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღება ისტორიულ ხასიათს ატარებს
შემდეგი სტატიათეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე ათასზე მეტი კონტეინერი მიაწოდა