ჯანმო რუსეთში აღმოჩენილი კოვიდ-19-ის მუტაციას აკვირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუს AT.1-ს, რომელიც რუსეთში იანვარში აღმოაჩინეს, აკვირდება – 8 ივლისს გავრცელდა. ორგანიზაციამ AT.1 მონიტორინგის სიაში ჩასვა და მის შესახებ მონაცემების მოგროვებას შეუდგა. თუკი ახალი ვარიანტი საშიში აღმოჩნდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მას ბერძნული ანბანის ასო-ნიშნის სახელს მიანიჭებს და მუტირებულ ვირუსს “რუსული” არ დაერქმევა, რადგანაც ივნისის დასაწყისიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის მარკირებისთვის ბერძნული ანბანის ასოებს იყენებს, რომ იმ ქვეყნების დისკრიმინაცია არ მოხდეს, სადაც მუტაციები აღმოაჩინეს. ახლა გრიფით “საშიშროების შემცველი” კოვიდ-19-ის ოთხი ვარიატი არსებობს: “ალფა”, “ბეტა”, “გამა” და “დელტა”. მსოფლიოში ახლა “დელტა” ვარიანტი მუსირებს.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე რომან ხორავა 5 ივლისის ქმედებებზე – სიბნელე, სიველურე და სირცხვილი
შემდეგი სტატიასაფრანგეთში პირველად უკანასკნელი 16 თვის მანძილზე ღამის კლუბები გაიხსნება