ჯანმო-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო რიგით მეცხრე ვაქცინა დაამტკიცა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა CovavaxTM დაამტკიცა, რომელსაც ამერიკული კომპანია Novavax და ინფოეთის შრატის ინსტუტი აწარმოებენ. ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ იუწყება.

აღნიშნული ვაქცინა რიგით მეცხრეა, რომელიც საგანგებო გამოყენებისთვის ჯანმო-მ დაამტკიცა და COVAX-ის პროგრამით მსოფლიოს ყველა ქვეყანას მიეწოდება.

ჯანმოს პროცედურის მიხედვით, ვაქცინამ გაიარა ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ტესტი.

ჯერჯერობით, უცნობია, რა რაოდენობის ვაქცინის მიწოდებას შეძლებს კომპანია და როდისთვის.

CovavaxTM – ეს არის ცილოვანი ვაქცინა, რომელიც შეიცავს SARS-CoV-2-ის ცილის მოდიფიცირებულ გენს. ის შექმნილია იმავე ტექნოლოგიით, რომლებითაც ვაქცინების სხვა სახეობებია შექმნილი. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ვაქცინის ორი დოზის გამოყენება.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი- „აგროკრედიტის პროგრამაში“ ჯამში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 560 მილიონი ლარი, ხოლო 2022 წელს 121 მილიონი ლარი დაიხარჯება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, საწარმოებისა და სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამით ჯამურად, უკვე ისარგებლა 735-მა საწარმომ, 1000-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა ამ წლების განმავლობაში