ჯანმო კორონავირუსის ახალ, „მიუ“ ვარიანტს აკვირდება

gulis eleqsiri

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ ვარიანტს აკვირდება, რომელსაც ბერძნული ანბანის ასოს, „მიუს“ სახელწოდება აქვს მინიჭებული.

ჯანმო-ს ინფორმაციიით, კორონავირუსის აღნიშნული ვარიანტი, რომელიც მეცნიერულად ცნობილია როგორც B.1.621, ამჟამად კლასიფიცირებულია როგორც “ინტერესის ვარიანტი”.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ B.1.621-ს აქვს მუტაციები, რომლებიც ავლენენ კოვიდ-19-ის ვაქცინებისადმი რეზისტენტობის რისკს და ამის გამო, მის უკეთ შესასწავლად შემდგომი კვლევების ჩატარება გახდა საჭირო.

„მიუ“ ვარიანტი ჯერჯერობით სამხრეთ აფრიკისა და ევროპის ქვეყნებშია დაფიქსირებული.

წინა სტატიაშიფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე თანამედროვე სკვერი მოეწყო
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩვენი პარტია არის უალტერნატივო დღეს, ოპოზიციამ იცის, რომ სასტიკად მარცხდება