ჯანმო – გასულ კვირას კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 16%-ით, ფატალური შემთხვევების რიცხვი კი 10%-ით შემცირდა

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა გასულ კვირას 16%-ით შემცირდა, ­- The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 10%-ით შემცირდა. კერძოდ, ორგანიზაციის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში ინფიცირების 2.7 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსს 81 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჯანდაცვის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი ზედიზედ მეხუთე კვირაა მცირდება. მისი თქმით, გასულ კვირას, 4 იანვრის კვირასთან შედარებით, ინფიცირებულების რაოდენობა თითქმის განახევრდა.

”ეს გვიჩვენებს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები მუშაობს. ახლა მთავარია, როგორ ვუპასუხებთ ამ ტენდენციას. ხანძარი არ ჩამქრალა, მაგრამ მისი ზომა შევამცირეთ. თუ ჩვენ რომელიმე ფრონტზე მასთან ბრძოლას შევაჩერებთ, ის უკან დაბრუნდება,“ – აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაროდის გაიმართება ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ?