ჯანმო ექთნის გარდაცვალებაზე – ვსწავლობთ ყველა შემთხვევას, რომელიც სავარაუდოდ უკავშირდება ვაქცინას

სამწუხაროა საქართველოში ექთნის გარდაცვალება, ყურადღებით ვსწავლობთ ყველა შემთხვევას, რომელიც სავარაუდოდ უკავშირდება ვაქცინას, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწე ​მარიანჯელა სიმაომ.

სიმაომ ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინის სარგებელი აღემატება რისკს, რომელიც შეიძლება, წარმოიშვას პოტენციური გვერდითი ეფექტის შედეგად.

„სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ამბავია საქართველოში ექთნის გარდაცვალება, ეს მეტად სამწუხაროა. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვსწავლობთ გარდაცვალების ყველა შემთხვევას, რომელიც სავარაუდოდ უკავშირდება ვაქცინას. ასევე, ყურადღებით განვიხილავთ კოაგულაციის დარღვევებს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინირებულ ადამიანებში. ასე რომ, არა მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, არამედ ევროპის წამლების სააგენტომაც გულდასმით შეისწავლა ყველა პაციენტის ისტორია, ყველა ხელმისაწვდომი მტკიცებულება და დაასკვნა, რომ ძალიან სერიოზულ, იშვიათ შემთხვევები შესაძლოა, იყოს დაკავშირებული ვაქცინაციასთან, ჩვენ ვსაუბრობთ მილიონში ერთ ან ორ შემთხვევაზე და დასკვნა არის ის, რომ თავად „კოვიდ-19“-ის ინფექციის რისკი, რომელსაც გლობალურად უკვე 2,6 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, გაცილებით მაღალია.

ასე რომ, ვაქცინის სარგებელი აღემატება რისკს, რომელიც შეიძლება, წარმოიშვას პოტენციური გვერდითი ეფექტის შედეგად. ჩვენ მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ დისკუსიას საქართველოს მარეგულირებელ უწყებასთან და ზოგადად, საზოგადოებასთან, რათა აღადგინოთ ნდობა ვაქცინაციისადმი. ვაქცინა არის კარგი, მას აქვს შედეგი კორონავირუსისგან გარდაცვალების პრევენციის მხრივ“, – განაცხადა მარიანჯელა სიმაომ.

banner
წინა სტატიაშიCOVID-19-ის ვაქცინა აბის ფორმით, მალე კლინიკური ცდების ფაზაში შევა
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა