20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

ჯანმო: ებოლას აფეთქების სისწრაფითა და მასშტაბით შეშფოთებულები ვართ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ებოლას აფეთქების სისწრაფითა და მასშტაბით შეშფოთებულები არიან.

ჯანმო-ს გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის ცნობით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას აფეთქების შედეგად სულ მცირე 130 ადამიანი დაიღუპა და 500 სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა.

„ეს მაჩვენებლები შეიცვლება საველე ოპერაციების გაფართოებასთან ერთად, რაც ზედამხედველობას, კონტაქტების მოძიებისა და ლაბორატორიული ტესტირების გაძლიერებას ითვალისწინებს“, – განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა.

ასევე, ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ებოლას აფეთქების საკითხზე დღეს ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბუნდიბუგიოს ვირუსით გამოწვეული ებოლას ამჟამინდელი შტამის აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: კობახიძის წერილი სიგიჟეა, შინაარსი კი უმძიმესი საფრთხეა: საქართველო ევროპის მიღმა რჩება
შემდეგი სტატია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საწვავზე აქციზის განახევრებას და მისი 2012 წლის ნიშნულზე დაბრუნებას მოითხოვს