ჯანმო – ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის დამარცხება და ჩვენ მას დავამარცხებთ

კაცობრიობა „კოვიდ-19“-თან ომში არ მარცხდება, ჩვენ საბოლოოდ ამ ვირუსს დავამარცხებთ – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვმა გააკეთა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი ავრცელებს“.

მისი თქმით, ვირუსის მუტაცია არ ნიშნავს, რომ კაცობრიობა ვირუსთან მარცხდება.

„ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ ვირუსთან ომს ვაგებთ? ჩემი პასუხია-არა. ჩვენ ვიბრძვით სიცოცხლისთვის. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ერთმანეთს კი არა, ვირუსს ვებრძვით. მათ შორის, მის ახალ სახეობებსაც. ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის დამარცხება და ჩვენ მას დავამარცხებთ“, – განაცხადა მარია ვან კერხოვმა.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე – კარები არ უნდა დაიხუროს
შემდეგი სტატიაპროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს