ჯანმო – ამჟამინდელი მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზებია საჭირო

ამჟამინდელი მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზები,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე მოწყვლადი ადამიანები უნდა იყვნენ სრულად ვაქცინირებული, ვიდრე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები განახორციელებენ ე.წ. ბუსტერების გამოყენებას.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, Covid-19– ის შემთხვევების რიცხვი იზრდება „დელტა“ ვარიანტის გადაცემის გამო იმ ადგილებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.

ჯანმო-ს ინფორმაციით, მსოფლიოს მრავალი ადგილია, სადაც „დელტას“ შემთხვევების რიცხვი იზრდება.

„დელტას ვარიანტი, ვრცელდება ვაქცინის დაფარვის დაბალი მაჩვენებლის მქონე ადგილებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ზომების ძალიან შეზღუდული და არათანმიმდევრული გამოყენების კონტექსტში“, – განაცხადა ჯანმო -ს ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერხოვმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ ქაბულში ჯონ ბასს აგზავნის
შემდეგი სტატიაჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა