ჯანმო – 2022 წელს კაცობრიობა ვერ შეძლებს კორონავირუსის დამარცხებას, თუმცა შევძლებთ, შევწყვიტოთ საგანგებო მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის მაიკლ რაიანის განცხადებით, მსოფლიოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია, თუმცა, 2022 წელს კაცობრიობა ვერ შეძლებს კორონავირუსის დამარცხებას.

„აფრიკაში ვაქცინაციის დონე შეადგენს 7 %-ს. ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ აცრები გრძელდება, არიან ქვეყნები, რომლებიც ამ პროცესის მიღმა რჩებიან. ჩვენ გვჭირდება მივაღწიოთ სამართლიანობას და დავიცვათ ყველაზე დაუცველი ჯგუფები ყველა ქვეყანაში ვირუსთან ბრძოლის საკითხში.წელს ვერ დავამარცხებთ ვირუსს და ვერასოდეს შევძლებთ მის შეჩერებას. ეს პანდემიური ვირუსები უკვე წარმოადგენს ჩვენი ეკოსისტემის შემადგენელ ნაწილს. თუმცა, შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რომ შევწყვიტოთ ეს საგანგებო მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროში“, – განაცხადა რაიანმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია სუს-ში დაიბარეს
შემდეგი სტატიაBloomberg – კორონავირუსის წინააღმდეგ მსოფლიოში 9.77 მილიარდზე მეტი ვაქცინა გამოიყენეს