ჯანყარაშვილმა და ქადაგიძემ ჯერ გრაფინი მესროლეს მერე მცემეს… მემუქრებიან ამოგხოცავთ დედაბუდიანადო

ვეფხვია ღვალაძე, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებს ზეწოლაში ადანაშაულებს, ოჯახთან ერთად ამერიკის საელჩოსთან შიმშილობას იწყებს. ღვალაძე დიპლომატიური უწყებისგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.

მისი მტკიცებით, მას და მის 10 შვილს ე.წ. კახური კლანის წევრები ემუქრებიან. საქმე ეხება დაახლოებით 4 წლის წინ მომხდარ ინციდენტს. ვეფხვია ღვალაძის თქმით, მას ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებმა ზვიად ჯანყარაშვილმა და იოსებ ქადაგიშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ის ამ დრომდე არ დასრულებულა. ღვალაძემ დაახლოებით ერთი თვის წინ პროკურატურას მიმართა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მოსარჩელეს მტკიცებით, მას თავს ნიღბიანი პირი დაესხა, რომელიც ოჯახისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა. ვეფხვია ღვალაძე ირწმუნება, რომ დამნაშავეებს ყოფილი პრემიერი მფარველობს.

„პირველად სოსო ქადაგიშვილმა აიღო გრაფინი, მესროლა, გამარტყა თავში. ეს არის თამაზაშვილის ცოლის დის შვილი. ღარიბაშვილი იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი. რომ ჩავიკუზე ჯანყარაშვილი დამადგა თავზე და არ ვიცი თავში რით მცემა. რომ გაირკვა სახელი და გვარი, ეს საქმე გაჩერდა.

“გამოვიდა შენიღბული, ავტომატიანი კაცი და დამემუქრა ოჯახის ამოხოცვით თუ არ დაგვანებებ თავსო, ამოგხოცავ დედაბუდიანადო. ვტოვებ ჩემს სამშობლოს ჩემს 10 შვილთან ერთად და მეუღლესთან ერთად. ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს,“-განაცხადა ვეფხვია ღვალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდედამიწის მარცხენა ნახევარსფერო დღეს მზის დაბნელების თვითმხილველი გახდება
შემდეგი სტატიაწაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძარი პრაქტიკურად ლოკალიზებულია