ჯანი ბუკიკიოს უარი ქართულ ოპოზიციას

სტრასბურგი: ოპოზიციური პარტიების იმ ნაწილმა, რომელმაც ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით მიმართა, ვენეციის კომისიის მხარდაჭერზე უარი მიიღო.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის წერილი Front News International-მა ექსკლუზიურად მოიპოვა.

“პატივცემულო ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებო, ვენეციის კომისია ინარჩუნებს თავის პოზიციას, რომ რომ გამოსავალი დიალოგით მიღწეულ ფართო კონსენსუსში მდგომარეობს.

კონსესუსი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის უნდა იქნას მიღწეული, ვენეციის კომისიის მოსაზრებების გათვალისწინებით, თუმცა კომისიის მიზანი არ არის საკუთარი კონკრეტული აზრის თავს მოხვევა”, – აღნიშნულია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს წერილში.

ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიამ საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლება იმის გამო, რომ არ არსებობდა კონსუსუსი საკონსტიტუციო პროექტთან მიმართებაში და ფაქტობრივად ერთპარტიული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი იქნა წარდგენილი, ვენეციის კომისია მომხრეა კონსესუსის და მიუღებელია ის, რომ ოპოზიციას ამ შემთხვევაში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სურს ამ პროცესის ჩაგდება და არ არის მზად, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი კონსტრუქციულად გამართოს.

სპეციალისტების აზრით, ეს კიდევ ერთი მესიჯია, როგორც ოპოზიციის, ასევე ალბათ, ხელისუფლებისადმი, რომ ვენეციის კომისიას გააჩნია თავისი შეხედულებები, ის იძლევა რეკომენდაციებს, მაგრამ საკითხი ქვეყნის შიგნითაა გადასაწყვეტი, უნდა იყოს დიალოგი და ყველა პოლიტიკური ძალა ვალდებულია, გამოიჩინოს კონსტრუქციულობა, მეტი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიას და ევროპულ სტრუქტურებს ერთობლივი მიმართვა გაუგზავნეს. ოპოზიცია წერს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ჩიხშია შესული და ხელისუფლები მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმის გამო მოლაპარაკებების დაწყება ვერ ხდება. ოპოზიცია ვენეციის კომისიას და ევროსტრუქტურებს მიმართავს თხოვნით, კიდევ ერთხელ დააყენონ საქართველოს ხელისუფლების წინაშე საკითხი, კონსტიტუციის მიღებისას უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და კონსესუსის აუცილებლობის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიდღეს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოხდება
შემდეგი სტატიაგალში ქართველებზე რეიდებს აწყობენ