ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ.
გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავებოდა. ამავე საქმეზე ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე. მას გამოძიება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას ედავება. ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა – მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.














