გიორგი კაჭკაჭიშვილმა ძმებ მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი მესამედ განაცხადა. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე დღეს ის მოწმის სტატუსით უნდა დაკითხულიყო, თუმცა კვლავ არ მივიდა. პროკურორი ამბობს, რომ მას იძულების წესით დაკითხვა მოუწევს.
მოწმის სტატუსით ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა დარბაზში გამოცხადებულმა კიდევ ერთმა მოწმემ – გიორგი ჯოხაძის მეუღლემ.
ამ წუთებში საქმის ერთ ერთი გამომძიებელი იკითხება.















