29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ჯანგირაშვილი: როცა ძალაუფლება შენს ხელშია, რაში უნდა გჭირდებოდეს სისასტიკის პოლიტიკა და შიშზე დაფუძნებული რეჟიმი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის პოლიტიკასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას პატიმრობის საკითხს ეხმაურება.

“როცა მთელი ძალაუფლება შენს ხელშია და სიტუაციას აკონტროლებ რაში უნდა გჭირდებოდეს სისასტიკის დემონსტრირება? ელენე ხოშტარიას ციხეში ყოფნა ხომ ისედაც აბსურდია იმის გამო, რისთვისაც ზის, და ამას ემატება ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. ყველაზე ბანძი ხელისუფლებაც კი მიხვდებოდა, რომ მისი გათავისუფლებით მოიგებდა. მაგრამ ივანიშვილის შემთხვევაში ასე არ არის. მისი რეჟიმი სინამდვილეში თიხის ფეხებზე დგას. აღარც შიგთავსი აქვს და აღარც რამე საყრდენი. არც კონტროლი აქვს პროცესებზე სინამდვილეში(სუსის მილიონტრისტა დაობებული ფაილი არ ითვლება). ერთადერთი ძალის სიმულაციაზე და ვითომ ბრუტალობის დემონსტრირებაზე დგას მისი კარიკატურული რეჟიმი. ამ სიმულაციების გარეშე შეიძლება ერთ დღეში ჩამოეშალოს ყველაფერი. ამიტომ ექცევა ასე სასტიკად პატიმრებს, განსაკუთრებით ქალებს”,_  წერს ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ახალ ბულვარში პლაჟი აღარ არის” — გეომორფოლოგი ბათუმის სანაპიროს წარეცხვის საფრთხეზე
შემდეგი სტატიათურქეთში 50 კგ ვერცხლის და 25 კგ ოქროს მოპარვაში ეჭვმიტანილები საქართველოში დააკავეს