6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ჯანგირაშვილი: აშშ-დან გაკეთებული შემოწირულობის გამო კომუნიკაციების კომისიამ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო

ნინო ჯანგირაშვილის თქმით, ტვ „კავკასიისთვის“ აშშ-დან გაკეთებული შემოწირულობის გამო კომუნიკაციების კომისიამ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.

რომ ვიცოდეთ სად ვართ. მოგეხსენებათ, კავკასია შემოწირულობებს იხვეწება, ღიად გვაქვს გამოცხადებული ჩვენი ანგარიში. გვირიცხავენ თანხებს სრულიად უცნობი ადამიანები, რაც განსაკუთრებით მიჩუყებს გულს. საუბარია ისეთ თანხებზე, იმედის პროპაგანდისტები ერთ ლანჩში რომ იხდიან. ხოდა, თურმე მარეგულირებელმა აღმოაჩინა, რომ ჩვენი ერთ–ერთი შემომწირველი აშშ–დან არის. მართლა არ ვიცი ვინ არის ეს ძვირფასი ადამიანი. გვარი და სახელი ქართული აქვს. შეიძლება ორმაგი მოქალაქეც არის. არ ვიცი სად უნდა გამოვიძიო. და აი, ამათ რა უნდა ვუპასუხო. შემომწირველს რა მომსახურება გავუწიე? რა ინვოისი გავუგზავნე? ან რაში დავხარჯე? ალბათ დენის ფული გადავიხადეთ ან ხელფასი გავისტუმრეთ. რა ვიცი. სხვა რა უნდა გვექნა ამ ფულით? ამათ უნდათ უბრალოდ დაგვღალონ, შეგვაშინონ რომ მოგვბეზრდეს ცხოვრება და აქედან წავიდეთ. ვერ მოესწრებით დოქსოფულოებო.

P.S. მთვარი ამ წერილით ნათქვამია: უცხოეთში მცხოვრები ქართველები “უცხო ძალად“ ცხადდებიან. ბევრი რომ აღარ ვიმკითხაოთ, რა იქნება მომავალში, გრანტების ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ. ემიგრანტების გადმორიცხვებიც რეჟიმის რეპრესიებს დაექვემდებარება”,_ წერს ნინო ჯანგირაშვილი.

banner
წინა სტატიაშისლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: გავხსენით საკითხი, საქართველო იყოს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა
შემდეგი სტატია“შავ ტანსაცმელს იხდიდა და ფერადებს იცვამდა, რომ მე არაფერი შემემჩნია” – ლიკა კუჭუხიძე დედამთილზე