ჯანეტ ჯექსონმა პირველი შვილი 50 წლის ასაკში გააჩინა

პოპ-ვარსკვლავმა, “გრემის” მფლობელმა ჯენეტ ჯექსონმა, რომელიც 50 წლისა, პირველი შვილი გააჩინა. მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა. შვილს ეისსა დაარქვეს – მომღერლის წარმომადგენელმა ჟურნალ People-ს განუცხადა.
ბავშვის მამა, ჯექსონის მესამე ქმარია, კატარელი ბიზნესმენი ვისაამ ალ-მანა, რომლის კომპანიაც სპარსეთის ყურის ქვეყნებში luxury-ბრენდების ტანსაცმელს ყიდის.
ჯექსონის აქტივში “ოსკარის” ერთი ნომინაციაა, ასევე, ჟურნალ Billboard-ის 34 პრემია და “გრემის” 20 ნომინაცია, საიდანაც ექვსი გამარჯვებით დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიმოსული კვირის მანძილზე 13 ათასმა ადამიანმა დატოვა
შემდეგი სტატიალარი კვლავ გაუფასურდა