ჯანელიძე თურქეთის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეცვლაზე ინფორმაციას არ ადასტურებს

საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

მიხეილ ჯანელიძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ღონისძიების გატარების საფუძველს ვერ ხედავს.

განცხადება საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

„ჩვენ ვერ ვხედავთ ისეთ გარემოებას, რამაც შეიძლება, შეცვალოს ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმი ამ ეტაპზე,“ – განმარტა მიხეილ ჯანელიძემ.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თურქეთმა საქართველოსთან შესაძლოა, უვიზო რეჟიმი შეცვალოს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაანასტასია ზაუტაშვილის შვილი ბესელიასა და კობახიძისთვის ქრთამის გადახდას ადასტურებს