ჯანელიძე -7975, ჭიკაიძე- 5975, ზედელაშვილი-6000 – დავიწყებული ხელფასი

ჯანელიძე -7975, ჭიკაიძე- 5975, ზედელაშვილი-6000 - დავიწყებული ხელფასი

ჯანელიძე -7975, ჭიკაიძე- 5975, ზედელაშვილი-6000 - დავიწყებული ხელფასისაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა უწყების ხელმძღვანელი პირების ყოველთვიური ანაზღაურება გაასაჯაროა ” კრიზისების მართვის საბჭოს მოქმედი საშტატო ნუსხის თანახმად უწყების თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი 2 900 ლარიდან 3 200 ლარამდე მერყეობს. შედეგად, მაგალითად კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილის ალექსანდრე ჭიკაიძის ყოველთვიური შემოსავალი მისი თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან (2015 წლის 17 ივნისიდან) წერილის მიღების მომენტამდე (2015 წლის 3 ნოემბერამდე) პერიოდისთვის 5 975 ლარს შეადგენდა. საბჭოს მდივნის – მინდია ჯანელიძის ყოველთვიური შემოსავალი – 7 975 ლარს, პირველი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის კი – 6000 ლარს. როგორც მოცემული თანამდებობის პირების მაგალითიდან ირკვევა, მათზე ყოველთვიურად გაიცემოდა სახელფასო დანამატი, რომელიც აღემატებოდა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას”,-ნათქვამია IDF -ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

წყარო

banner
წინა სტატიაშიდაკავებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი გოგოხიას ახლო ნათესავი
შემდეგი სტატიაფრანსუა ოლანდი “ისლამური სახელმწიფოს” დასამარცხებლად ფართო კოალიციის შექმნას მოითხოვს