ჯანდიერი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოსთვის და ქვეყნის ხელისუფლებისთვის საგანგაშოა

საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის სპეციალისტი დავით ჯანდიერი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშს ეხმაურება, სადაც სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ზე, საქართველოში სასამართლო და მედია თავისუფლებაზე საუბარი. ჯანდიერი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოსთვის და ქვეყნის ხელისუფლებისთვის საგანგაშოა.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ეს მოხსენება არის საგანგაშო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის. სამწუხაროა უკიდურესად, რომ ჩვენს პარტნიორებს უკვე ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი და ეს განსაკუთრებით გამოვყო მინდა რუსთავი 2-ის საქმეზე,“ – აცხადებს იურისტი დავით ჯანდიერი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, ყურადღების ქვეშ “რუსთავი 2”-ის გახმაურებული საქმე მოექცა და მოხსენებაში ასევე საუბარია “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებული სამართალწარმოების დროს არსებულ სერიოზულ დარღვევებზე.

banner
წინა სტატიაში“მადლობა ყველას, მე რომ დღეს ცოცხალი ვარ – თქვენი დამსახურებაა!”
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს